განმუხურის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გამოწერა
როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა.

თბილისი, 13 ივლისი— Sputnik. განმუხურში უბედური შემთხვევა მოხდა – გუშინ, გვიან ღამით 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და დაიღუპა.

გარდაცვლილი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“.

ყველა ახალი ამბავი
0