თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მაშველებმა "თბილისის ზღვაში" დამხრჩვალი 15 წლის მოზარდი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მოზარდი წყალსაქაჩის ტერიტორიასთან დაიხრჩო, სადაც ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მაშველები მას ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ ადგილას ცურვა აკრძალულია, ადგილზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებიც არის განთავსებული.
თბილისის წყალსაცავი 11,6 კვადრატული კილომეტრ ფართობზეა მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე 45 მეტრია, საშუალო — 26,6. მისი დიდი ზომის გამო მას თბილისელები უბრალოდ თბილისის ზღვას უწოდებენ.