რატომ იღუპებიან შავ ზღვაში დელფინები: სპეციალისტის აზრი

© REUTERS / Dinuka Liyanawatteდელფინები
დელფინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დელფინები ნაპირზე ირიყებიან - პათოლოგიებია.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2017 წლის 1 მარტიდან  შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის 53 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროს არჩილ გუჩმანიძეზე დაყრდნობით.

ბოლო შემთხვევა ოთხშაბათს, დილით, გონიოში დაფიქსირდა. პატარა დელფინი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს.

„სანაპირო დაცვიდან დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ გონიოში ნაპირზე მკვდარი დელფინი გამოირიყა. ჩვენ ადგილზე გავედით. სარფი-ანაკლიის სანაპირო ზოლზე 1 მარტიდან დღევანდელ დღემდე ნაპირზე  ზღვის ძუძუმწოვართა გამორიყვის ეს უკვე 53-ე შემთხვევაა“, — განაცხადა გუჩმანიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ პერიოდში 30-მდე შემთხვევა აფხაზეთის სანაპიროზე დაფიქსირდა.

ბათუმის დელფინარიუმი - Sputnik საქართველო
ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

როგორც გუჩმანიძემ განმარტა, ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე  — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატერებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

„ჩვენ ვაწარმოებთ სპეციალურ სააღრიცხვო წიგნს და როდესაც ეს შესაძლებელია, სიკვდილის მიზეზს ვადგენთ. ჩვენ მიერ შესწავლილი შემთხვევების უმეტესობა პათოლოგიების შემთხვევებს განეკუთვნება, რადგან ნაპირზე, ძირითადად, ახალგაზრდა დელფინები გამოირიყება. მათ შორის მოზრდილებიც არიან, მაგრამ ძირითადად ეს პატარა დელფინებია. თუმცა, ზუსტად იმის თქმა, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, არ შეგვიძლია. ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, — განაცხადა გუჩმანიძემ.

მისი თქმით, პათოლოგიის დასადგენად საჭიროა ფუნდამენტური და დეტალური ლაბორატორიული კვლევები.

„გარემოს ეროვნული სააგენტო პათოლოგიების შესწავლას გეგმავს. მიდის მოლაპარაკებები გერმანულ ლაბორატორიასთან, რათა კონკრეტული მიზეზები დადგინდეს“, — აღნიშნა გუჩმანიძემ.

მისი სიტყვებით, როგორც წესი, დაავადებებისა და ინფექციების უდიდესი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ზღვის წყლის დაბინძურებას.

„ეს მსგავსი შემთხვევების გარკვეული დეტონატორი და კატალიზატორია. წყლის დაბინძურება სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0