ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა ილია ელოშვილს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარადგინა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ილია ელოშვილი წარადგინა.

კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ივლისის დასაწყისში დატოვა, რადგან მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" სახელით თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა

„ენერგეტიკის მინისტრად მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ილია ელოშვილი 2012 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე და ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ყველა ახალი ამბავი
0