მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრა გადაწყვიტა, ვიცე-პრემიერის პოსტი ვაკანტური გახდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ივლისის დასაწყისში კახი კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა, რადგან ის მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" სახელით თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

„ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას… საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ჯანელიძის დამსახურებას ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში. ახალი რეგულაცია მიმდინარე წლის 28 მარტს ამოქმედდა.

„ასევე, მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობისას (2011-2015) იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ჯანელიძის გარდა, საქართველოს მთავრობაში კიდევ ორი ვიცე-პრემიერი მუშაობს – პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ყველა ახალი ამბავი
0