საქართველოში ფალსიფიცირებული „ბორჯომი" აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბორჯომი
ბორჯომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა 520 ბოთლი ფალსიფიცირებული "ბორჯომი" ამოიღეს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის" დამზადების ფაქტი გამოავლინეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, ამოღებულია მინერალური წყლის ჩამოსასხმელი კუსტარული ტექნიკური დანადგარები, „ბორჯომის" ეტიკეტები, სხვადასხვა ტევადობის ბოთლები და სარეალიზაციოდ გამზადებული 520 ბოთლი „ბორჯომი".

ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლებით „ფალსიფიკაცია" და „ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება", რაც ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოებით, ან ორ წლამდე პატიმრობით.

ბორჯომი - Sputnik საქართველო
„ბორჯომი“ ახალი შეფუთვით მიზნობრივ აუდიტორიაზე – 20-30 წლის ახალგაზრდებზეა გათვლილი

ეს "ბორჯომის" ფალსიფიცირების გამოვლენის მეორე შემთხვევაა 2017 წელს. აპრილში სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სარდაფში კუსტარულად მოწყობილი საამქრო ჰქონდა და სისტემატურად ასხამდა ფალსიფიცირებულ „ბორჯომსა" და „ლიკანს".

„ბორჯომს" საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია — 2016 წელს მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მოცულობის 3,8%-ია. "ჯადოსნური" წყლის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. ამ ქვეყანაში საანგარიშო პერიოდში 35,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყალი გაიგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0