საქართველოში აგვისტოში სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 დაიწყება

© Sputnik / Denis AslanovAgile Spirit
Agile Spirit - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნებში Agile Spirit 2017 მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის, უკრაინისა და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველო-ნატოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 საქართველოში 31 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სწავლების ჩატარების თარიღი ორდღიან კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ღონისძიების საბოლოო დაგეგმარებას მიეძღვნა. კონფერენცია თბილისში ოთხშაბათს დაიწყო. სწავლებას უხელმძღვანელებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი.

„სწავლებაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები, სწავლების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, რვა თვის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებს გადიოდნენ. ამჯერად ჩვენ საბოლოო დეტალები გავიარეთ და შევათანხმეთ ისინი", — განაცხადა წვრთნების მთავარმა დამგეგმავმა ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, მაიორმა ტროი სეილერმა.

Sea Breeze-2016 - Sputnik საქართველო
ქართველი მესაზღვრეები და სამხედროები Sea Breeze-ის სწავლებაში მონაწილეობენ

სწავლებაში Agile Spirit 2017, ქართველი სამხედროების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და სომხეთის სამხედროები. წვრთნები საშტაბო და საველე ფაზებს მოიცავს და მისი მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაა.

სწავლება ყოველწლიურად ტარდება 2011 წლიდან. ის აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. ბოლოს ის 2016 წლის სექტემბერში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0