ქართველი მესაზღვრეები და სამხედროები Sea Breeze-ის სწავლებაში მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიSea Breeze-2016
Sea Breeze-2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 ქვეყნის ქვედანაყოფი მონაწილეობას მიიღებს სწავლებაში Sea Breeze, რომელსაც უკრაინა და აშშ შავ ზღვაში 10-დან 22 ივლისამდე ატარებს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის ნაკრები ოცეული, აგრეთვე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში Sea Breeze 2017, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოდესის რეგიონის საზღვაო აკვატორიაში სწავლება ორშაბათს დაიწყო და 23 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ აშშ-ის ჯარის მეექვსე ფლოტის სარდლობა, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები, აგრეთვე აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, კანადის, მოლდავეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები.

Guardian 2017 - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედროები ბულგარეთსა და რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

აშშ-ის მხრიდან სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი გემი — Ticonderoga-ს ტიპის კრეისერი Hue City და Arleigh Burke-ს ტიპის ესკადრული ნაღმოსანი Carney და ერთი საპატრულო თვითმფრინავი Boeing P-8 Poseidon. სულ მანევრებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის დაახლოებით 800 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი.

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას, აგრეთვე საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში გამოცდილების გაზიარებას.

Sea Breeze 2017-ის ფარგლებში საქართველოს ქვეითი ოცეული მიიღებს მონაწილეობას ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, პატრულირებაში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში, საჰაერო დესანტირებასა და ბრძოლაში დასახლებულ პუნქტებში. ქართველი სამხედროები სპორტულ ღონისძიებებშიც ჩაერთვებიან.

ორი ქართველი ოფიცერი ნიკოლაევის ოლქში მდებარე "შიროკი ლანის" პოლიგონზე განთავსებულ მრავალეროვნული ბატალიონის შტაბის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სამხედროები Sea Breeze-ის სწავლებაში მონაწილეობენ. 2008 წელს სწავლებაში მონაწილეობდა II ქვეითი ბრიგადის 21-ე ასეული.

Sea Breeze – ყოველწლიური სამხედრო წვრთნებია, რომელიც შავ ზღვაზე უკრაინასა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში მიღწეული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად 1997 წლიდან ტარდება. სწავლება ძირითადად შავ ზღვაში და უკრაინის სამხრეთით მდებარე პოლიგონზე მიმდინარეობს, თუმცა რამდენჯერმე ის ხმელთაშუა ზღვაზე ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0