ქართველი სამხედროები ბულგარეთსა და რუმინეთში გამართულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

© AP Photo / Csaba Krizsan/MTIGuardian 2017
Guardian 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალეროვნული წვრთნების მიზანია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების თავსებადობის ამაღლება.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონ "ჩარლის" ასეული ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მრავალეროვნულ სწავლებაში Saber Guardian, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვაზიანის სამხედრო პოლიგონი - Sputnik საქართველო
საქართველოში სამხედრო წვრთნები „კავკასიური არწივი 2017" მიმდინარეობს

ბულგარეთსა და რუმინეთში 18-20 ივლისს სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანების შესრულებაა დაგეგმილი. ქართველი სამხედროების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედროები აშშ-დან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან. საქართველო სწავლებაში 150 ჯარისკაცით იქნება წარმოდგენილი. ამგვარად, ქართული პირადი შემადგენლობა წვრთნებში მასშტაბით აშშ-ის შემდეგ მეორე იქნება.

"ეს ქვედანაყოფისთვის იქნება დიდი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნატოს მისიები. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ქვედანაყოფებთან ერთად მოქმედებები იქნება დახვეწილი და გამოგვადგება მომავალ მისიებში", — განაცხადა ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ვარლამ გურჩიანმა.

სწავლების დროს განხორციელდება საჰაერო ოპერაციები, ბრძოლა დასახლებულ ადგილზე, შეტევა, თავდაცვა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვა.

სამხედრო სწავლება Saber Guardian ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის Noble Partner 2017, რომლის ჩატარება საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0