საქართველოში რუსი სპორტსმენები გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო ავტომობილი შემთხვევის ადგილზე
საპატრულო ავტომობილი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტსმენებსა და მათ თანმხლებ პირებს საცხოვრებელი ოთახებიდან თანხა და დოკუმენტები მოჰპარეს

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ურეკში უცნობმა პირებმა გაქურდეს ახალგაზრდა სპორტსმენები რუსეთიდან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ქურდობა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ცნობილი ამის შესახებ სამშაბათს გახდა. შსს-ს მონაცემებით, სპორტსმენები საქართველოში შეკრებაზე იმყოფებიან. მათ მშობლები ახლავთ თან. ბოროტმოქმედები მათ ოთახებში ღამით შეიპარნენ, როდესაც ყველას ეძინა, აიღეს თანხა, დოკუმენტები და პირადი ნივთები.

პატრული - Sputnik საქართველო
ბათუმში მაღაზია გაქურდეს

"ამ დრომდე პოლიციასთან ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ გვეპოვა დამნაშავეები. ბავშვები შეშინებული არიან, რომ ღამით მათ ოთახში ვიღაც იყო. აქამდე ჩუმად ვიყავით, რადგან გვქონდა იმედი, რომ ეს მოგვარდებოდა ისე, რომ არ გაეგო მთელ ქვეყანას, მით უმეტეს, რუსეთს", – განაცხადა სპორტსმენმა მარსელ მანსუროვმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან ინტერვიუში.

სპორტსმენებს დროებითი დოკუმენტები გადასცეს, ასე რომ, მათ საქართველოს დატოვება შეძლეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ქურდობა", რაც ისჯება ჯარიმით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0