თბილისი, 17 მარტი — Sputnik. უცნობმა პირებმა ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე მდებარე ერთ–ერთი მაღაზია გაქურდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ქურდობა ხუთშაბათს, გამთენიისას მოხდა, როდესაც მაღაზია დაკეტილი იყო. წინასწარი მონაცემებით, ბოროტმოქმედებმა მაღაზიაში სახურავიდან შეაღწიეს.
ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მათ 20 000 ლარამდე მოიპარეს.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.