შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

© Facebook / Bank of Georgiaსაქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა, “საქართველოს ბანკის“ კუთვნილი  9 მილიონ ლარზე მეტი თანხის ქურდობისათვის, საქართველოს ორი მოქალაქე თამარ კ. და მალხაზ ბ.  დააკავეს. კიდევ ერთი დანაშაულში მონაწილე პირი ილია გელაშვილი მიმალვაში იმყოფება, ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს“, — ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში. 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ლარი - Sputnik საქართველო
"საქართველოს ბანკის" ერთ–ერთი ფილიალი გაძარცვეს

ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

მანამდე, შსს-ს პრეს-სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ის ტავის გვერდზე დაწერა, რომ ფული „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან საინკასაციო მანქანით გაიტანეს და და რუსეთში ლარსის საბაჟოს გავლით გადაიტანეს. საინკასაციო მანქანა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იპოვეს. 


ყველა ახალი ამბავი
0