თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართული მედიის ინფოემაციით, „საქართველოს ბანკიდან“ დიდი ოდენობი თანხა მოიპარეს. საუბარია 10 მლნ ლარზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფული საინკასაციო მანქანით გაიტანეს „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან და „ყაზბეგი–ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთში წაიღეს. საინკასაციო მანქანა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იპოვეს.
ქართული მედიის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ 24 ოქტომბერს მომხდარი ქურდობის ფაქტს ადასტურებენ, თუმც,ა თანხას არ აზუსტებენ. საქართველოს შსს ინტენსიურად ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით.