ელ-ქუვეითი-თბილისი: ქუვეითის ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა

© photo: Sputnikასაფრენი ზოლი თბილისის აეროპორტში
ასაფრენი ზოლი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია Kuwait Wataniya Airways-ი ფრენებს ორშაბათობით, სამშაბათობით და პარასკეობით განახორციელებს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Kuwait Wataniya Airways-მა ელ-ქუვეით — თბილისი — ელ-ქუვეითის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას შეუდგა.

კომპანიის პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:03 საათზე დაეშვა, განაცხადეს აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში.

Kuwait Wataniya Airways-ი რეგულარული რეისების შესრულებას 29 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს. ფრენები Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ჰომალდებით კვირაში სამჯერ განხორცილედება — ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს.

პიაცა - Sputnik საქართველო
თბილისსა და ბათუმს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში ტურისტული სეზონი დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რიცხვი, მათ შორის, ქუვეითიდან.

2016 წელს საქართველოს 5200 ქუვეითის მოქალაქე ეწვია, მეტი უცხოელი ეწვია, რაც 72%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. 2016 წელს საქართველოს სულ 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში — დაახლოებით 3 მილიონი.


ყველა ახალი ამბავი
0