თბილისსა და ბათუმს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს

© Sputnik / Denis Aslanovპიაცა
პიაცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის ავიარეისები ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. კომპანია Service Air პარასკევიდან იწყებს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისსა და ბათუმს შორის.

ორშაბათობით, სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით რეისები დღეში ორჯერ შესრულდება, ხოლო პარასკეობითა და კვირაობით — სამჯერ. თვითმფრინავი მხოლოდ ოთხშაბათს არ იფრენს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" შეისყიდა ეს მომსახურება და, აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი… ფრენები ამ ფორმატით გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ნაბადი და ფაფახი ანანურის ციხესიმაგრის კედელზე - Sputnik საქართველო
რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში — ტოპ–ათეული

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ რეგულარული რეისები თბილისსა და ბათუმს შორის ხელს შეუწყობს ტურიზმის, მათ შორის, შიდა ტურიზმის განვითარებას, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფრენებს შეასრულებს 32-ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი Saab. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 90 ლარია.

Service Air-ი ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ახორციელებს ფრენებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.

ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმი დინამიკურად ვითარდება. ტურისტების მნიშვნელოვანი ნაკადი ზაფხულის სეზონზე ძირითადად ზღვისპირეთზე მოდის, სადაც ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი ბათუმია.

ყველა ახალი ამბავი
0