ჯეჯელავა: საგანი „მე და საზოგადოება“ სასულიერო პირებთან შეთანხმებულია

© Sputnik / Alexander ImedashviliМинистр образования Александр Джеджелава
Министр образования Александр Джеджелава - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში გაჩნდება საგანი „მე და საზოგადოება“.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სასკოლო საგნის „მე და საზოგადოება“ შინაარსი, რომლის შესწავლა საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება, სასულიერო პირებთან შეთანხმებულია, განუცხადა ჟურნალისტებს განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

თბილისი, ახალი საგნის შემოღების საკითხმა ცხარე დებატები გამოიწვია. ახალი სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნით ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პეტიციას ხელი მოაწერა. ისინი ამტკიცებენ, რომ საგნის ის ნაწილი, რომელიც ინტიმურ ცხოვრებას ეხება, ბავშვებს გარყვნის. მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი საგანი ბავშვებს არაფერ ცუდს არ ასწავლის.

საერთაშორისო სკოლა ბაქსვუდი-თბილისი - Sputnik საქართველო
Ad vitam paramus – ვამზადებთ ცხოვრებისთვის, ანუ ქართული განათლების პრიორიტეტი

„ყველა დოკუმენტი, რომელიც შექმნილია სასწავლო გეგმაში, საგნის სტრუქტურა და პროგრამა შეთანხმებულია პრაქტიკულად ყველა მხარესთან, მათ შორის სასულიერო პირებიც და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, სასწავლო პროგრამაში არ უნდა მოხვდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისათვის მიუღებელი იქნება.

მანამდე განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ საგნის ძირითადი მიმართულებები გახდება თემები, რომლებიც უკავშირდება მოსწავლის გარე სამყაროს (ოჯახი, სკოლა), ცხოვრების ჯანსაღ წესებს, უსაფრთხოებას, ძალადობის საკითხებს, ტოლერანტობას, სოციალური უნარების განვითარებას, გარემოს დაცვას და ა.შ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0