თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ფესტივალი „ანაკლიობა“, რომელიც მოიცავს კულტურულ-გასართობ და ბიზნეს-ღონისძიებებს, ანაკლიაში 12 ივლისს იწყება, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ანაკლიობა“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest 2017-ის წინ დაიწყება, რომელიც ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გასტანს. მოსალოდნელია, რომ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს 100 000-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის უცხოელები.
„ანაკლიობის“ ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში 50-მდე კომპანია ადგილობრივ მოსახელობასა და GEM Fest 2017-ზე ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებს.
GEM Fest-ის სტუმრებს კომპანიები შესთავაზებენ კვების პროდუქტებს, სასმელებს, სხვადასხვა ხელნაკეთ ნამუშევრებსა და სუვენირებს.
„ანაკლობაში“ მონაწილოებას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები.
„ანაკლიობის“ ოფიციალური გახსნა ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ანაკლიის ბულვარზე გაიმართება. ფესტივალის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, კერძო კომპანიები და მოსახლეობა.
ფესტივალი „ანაკლობა“, რომელიც ტარდება რეგიონის ხელისუფლების ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას ემსახურება.