ხანძარი ფოთის ბაზარში: შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Djemal Gambashidzeსამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფოთში
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფოთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს დილით ფოთის ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორია დაიწვა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფოთის ბაზარში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 187-ე მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება", ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხანძარი დაუდგენელი მიზნით დილის 7 საათზე დაიწყო. ცხრა სახანძრო ბრიგადა ცეცხლს ორი საათის განმავლობაში ებრძოდა. ხანძრის ჩაქრობა 9:00 საათზე მოხერხდა. დამწვარია 2000 კვადრატული მეტრის ტერიტორია — 150 მაღაზიიდან 70 მაღაზია.

ხანძარი ფოთში - Sputnik საქართველო
ფოთში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა ვენები გადაიჭრა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 43 წლის ერთ-ერთმა მოვაჭრემ, რომელსაც საქონელი დაეწვა, ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაყვანილია ორი ქალი, რომელთაც ჰიპერტონიული კრიზი აღენიშნებათ.

შექმნილია სპეციალური სამსახური, რომელიც ზარალს ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0