თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ფოთის ბაზარში ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ვისი საქონელიც დაიწვა, ვენები გადაიჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ხანძრისგან მიყენებული ზარალი დიდია. ამ წუთებში ის ფოთის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 43 წლის დაზარალებულმა თვითმკვლელობა იმ მოტივით სცადა, რომ მას ბანკში კრედიტი აქვს აღებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, რომელიც დღეს, დაახლოებით დილის 7 საათზე გაჩნდა, ჯერჯერობით უცნობია. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 150-დან დაახლოებით 70 მაღაზია დაიწვა.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.