ხანძარი ფოთის ბაზარში ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Djemal Gambashidzeხანძარი ფოთის ბაზარში
ხანძარი ფოთის ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ფოთის ცენტრში განლაგებული ბაზრის 500 კვადრატული მეტრი სავაჭრო ფართი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ხანძარი ფოთის ბაზარში ლოკალიზებულია. ამ წუთებში მეხანძრეები მცირე კერების ჩაქრობით არიან დაკავებული, იტყობინება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე. 

ხანძარი ფოთის ბაზარში დილის 7 საათზე დაიწყო. იწვოდა ძირითადად ჭურჭლისა და ტანსაცმლის სექციები. თავდაპირველად ხანძრის ადგილზე მობილიზებული იყო ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა ადგილობრივები ვერ გაუმკლავდნენ ხანძარს და დახმარება გახდა საჭირო. საბოლოოდ, ხანძარი 9 სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო. 

ელიავა ხანძრის შემდეგ - Sputnik საქართველო
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე: მერია მოვაჭრეებს მხარდაჭერას პირდება

როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისათვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მას შემდეგ, რაც გამოძიება დაადგენს მიზეზს და დაითვლება ზარალი, დაზარალებულებს ხელისუფლება დახმარებას გაუწევს.

მოვაჭრეებმა სააგენტოს კორესპონდენტთან საუბრისას ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა ხანძარში ბაზრის ადმინისტრაცია იყოს დამნაშავე. თავად ბაზრის ადმინისტრაცია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ყველა ახალი ამბავი
0