თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 339 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31 გრამზე მეტ ნარკოტიკულ ნივთიერება MDMA-ს შეიცავს.
მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 გრამზე მეტი MDMA-ს შემცველი 9 აბი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა"), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 20 წლამდე ვადით.