საქართველოში ოთხ ტურისტს კვლავ ეძებენ

გამოწერა
ტურისტები თვითონ დაუკავშირდნენ მაშველებს, თუმცა მოგვიანებით მათთან დარეკვა შეუძლებელი გახდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს სამაშველო სამსახური ისევ ეძებს ოთხ ტურისტს, რომლებიც 5 ივლისს კასპის რაიონში დაიკარგნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სამაშველო ვერტმფრენის ოპერაცია სამეგრელოში ორი ადამიანის გადასარჩენად - Sputnik საქართველო
მაშველებმა უამინდობის გამო შატილში ჩარჩენილი მოსწავლეები ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

ინფორმაცია ოთხი ტურისტის დაკარგვის შესახებ 7 ივლისს გავრცელდა. ისინი ბოლოს კასპის რაიონის სოფელ გოსტიბეში ნახეს. ტურისტები მაშველებს თვითონ დაუკავშირდნენ, თუმცა მოგვიანებით მათთან დარეკვა შეუძლებელი გახდა.

„ახალი ამბავი ჯერჯერობით არ არის. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამის პარალელურად ასევე 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია ხევსურეთში ხუთი უცხოელი მოგზაურის გაუჩინარების შესახებ. მაშველებმა ისინი შაბათს იპოვეს და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0