რუსთავში 11 ივლისს მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დაიწყება

© FB / rustavismeriaსკულპტორების საერთაშორისო სიმპოზიუმი
სკულპტორების საერთაშორისო სიმპოზიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. მოქანდაკეები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ეგვიპტედან და საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც რუსთავში 11 ივლისს დაიწყება.

როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიხსნება და ერთ თვეს გასტანს.

სიმპოზიუმზე რვა ქართველი და სამი უცხოელი მოქანდაკე 11 ქანდაკებას შექმნის. ხელოვნების ნიმუშები იქვე, პარკში და რუსთავის ქუჩებში განთავსდება.

სიმპოზიუმი რუსთავის მერიის „სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის" ორგანიზებით იმართება. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ პარკში შესარჩევი ნამუშევრების მაკეტები დაათვალიერა.

ქართული სუვენირები ფესტივალზე არტ-გენი - Sputnik საქართველო
საქართველოში იწყება ხალხური შემოქმედების ფესტივალი „არტ–გენი“

„ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და თუ ეს სიმპოზიუმი 10-15 წლის განმავლობაში ჩატარდება, ქალაქს 200-მდე ახალი ქანდაკება შეემატება", — აღნიშნა ჯიქიამ.

„უპირველეს ყოვლისა, ეს კულტურების გაცვლაა. ჩვენთან ჩამოდიან უცხოელები, ეცნობიან ჩვენ კულტურას, ჩვენ კი მათ კულტურას ვსწავლობთ. ეს აუცილებელია. ამ სიმპოზიუმებს დიდი შედეგები მოაქვს", — განაცხადა მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ.

პირველად მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში 90-იან წლებში ჩატარდა. მაშინ ის სამჯერ ჩატარდა. 2016 წელს ის კვლავ განახლდა და სიმპოზიუმის ფარგლებში ცხრა ქანდაკება შეიქმნა.

2017 წელს რუსთავის მერის ინიციატივით სიმპოზიუმს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0