კიკვიძე: ხალხი იმდენსავე პროდუქტს ყიდულობს, რასაც აქამდე

© FB/ David Kikvidzeდავით კიკვიძე
დავით კიკვიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი ფიქრობს, რომ მოსახლეობის შემოსავლები და, შესაბამისად, ცხოვრების დონე ბოლო 3 თვის მანძილზე არ შეცვლილა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბოლოდროინდელი ინფლაციის სტაბილურობა იმაზე მეტყველებს, რომ მოსახლეობის შემოსავლების დონე არ შეცვლილა, მიაჩნია ექსპერტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში დავით კიკვიძეს.

„როცა მოსახლეობას შემოსავალი აქვს გაზრდილი, ან აქვს განცდა, რომ არსებული შემოსავალი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში შეუნარჩუნდება ან გაეზრდება, უფრო მეტ რისკზე მიდის და მოხმარებას ზრდის, იღებს კრედიტებს და ცდილობს მეტი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს. ეს კი, თავის მხრივ, ინფლაციას იწვევს. ჩვენ შემთხვევაში კი ის სტაბილურია", — აღნიშნა დავით კიკვიძემ "Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
უმუშევრობის დონე საქართველოში 12%-მდე შემცირდა

ექსპერტის აზრით, იმას, რომ მოსახლეობაში მოთხოვნა არ იზრდება, ეროვნული ბანკის უცვლელი მონეტარული პოლიტიკაც ადასტურებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით —0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება 2017 წლის პირველ ხუთ თვეში მიღწეულ ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის ჯიბეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდილი მაჩვენებელი დროთა განმავლობაში აისახება. 

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ხუთი თვის წინასწარი მაჩვენებლით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 4,5%, ხოლო მაისის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0