თბილისის ღამის ცხოვრება წვრილმანებში: ეკრანებზე სკანდალური სერიალი გამოდის

© Fotolia / Mita Stock Imagesგოგონა ტელევიზორთან
გოგონა ტელევიზორთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქართული ელიტის შესახებ სერიალის ჩვენება იწყება. პრემიერა 9 სექტემბერს არის დაგეგმილი.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. რეჟისორ გიორგი ჯაფარიძის ახალი ტელესერიალი ქართული ელიტის სკანდალური ცხოვრების შესახებ ტელეარხ „TV პირველზე“ ახალი სეზონიდან გამოვა.

ჩემი ცოლის დაქალები - Sputnik საქართველო
ქართული სერიალების ტოპ-ხუთეული

ფილმი, რომელიც 2017 წლის 9 სექტემბერს დაიწყება, ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა ღალატი, სექსი, სასიყვარულო კავშირები და ინტრიგები.

სერიალის სახელწოდებაა  „ელიტარული დახმარება". აქ რეჟისორი სიტყვებით თამაშს იყენებს — „დახმარება" და „და ხმარება".

„ღალატი მათი ცხოვრების წესია, პატიოსნება კი — ნიღაბი, რომლის მიღმაც უზნეობა იმალება. თბილისური ელიტის ღამის ცხოვრების ფარული წვრილმანები და ვნების მრავალკუთხედი, რომელიც ბინძური სასიყვარულო თამაშების მიზეზი გახდა", — აღნიშნულია სერიალის პრომო-რგოლში.

სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ ნუცა შანშიაშვილი, ზურაბ ინგოროყვა, ნანა ნებიერიძე და ზურა შარია.

სერიალს წარმოადგენენ George Production და „TV პირველი“.

ყველა ახალი ამბავი
0