ავიარეისზე რომი-რიგა ქრცვინმა ზღვის გოჭი მოკლა

გამოწერა
ზღვის გოჭის მფლობელს ავიაკომპანია ცხოველის ტრანსპორტირების ხარჯებს და მაქსიმალურ კომპენსაციას - 1395 ევროს გადაუხდის.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქრცვინი, რომელიც ავიაკომპანია airBaltic-ის რეისით რომიდან რიგაში მგზავრობდა, გალიიდან გამოვიდა და თავის მეზობელს — ზღვის გოჭს თავს დაესხა, იუწყება "Sputnik-ლატვია" ტელეგადაცემა Panorāma-ზე დაყრდნობით.

ესმერალდა ბერტულემ, რომელიც რომიდან რიგაში მიფრინავდა, ზღვის გოჭი ბარგის განყოფილებაში ჩააბარა, ხოლო აეროპორტ "რიგაში" ჩასვლისას ის დასისხლიანებული და მკვდარი აღმოაჩინა.

მგელი თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობა მგლების გარემოცვაში - ადამიანები შველას ითხოვენ

ავიაკომპანიამ ამ შემთხვევის გამოძიება ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ზღვის გოჭი ქრცვინმა მოკლა, ორივე ცხოველმა გალიებიდან გამოსვლა მოახერხა.

ზღვის გოჭის მფლობელს ავიაკომპანია ცხოველის ტრანსპორტირების ხარჯებს — 200 ევროს და მაქსიმალურ კომპენსაციას — 1395 ევროს გადაუხდის.

ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ამიერიდან სამგზავრო რეისებზე ქრცვინების ტრანსპორტირება აიკრძალება — ისინი მოგზაურობას მხოლოდ სატვირთო ხომალდებით შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0