ფაჩულია NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში რჩება

© REUTERS / Kyle Terada-USA TODAY Sportsზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზმა" ზაზა ფაჩულიას კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა და ანაზღაურებაც 20%-ით მოუმატა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს, ნათქვამია გამოცემა The Mercury News-ის განცხადებაში.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
მელუა, ფაჩულია და სხვები საქართველოს პოპულარიზებისთვის დაჯილდოვდნენ

33 წლის ქართველმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმად, ის 3,5 მლნ აშშ დოლარს გამოიმუშავებს — 20%-ით მეტს, ვიდრე წელს მიიღო.

მიმდინარე სეზონზე ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონატი მოიგო „უორიორზის“ შემადგენლობაში და ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფაჩულია მოედანზე გუნდის მიერ ჩატარებულ 70 მატჩში გამოვიდა, საშუალოდ თამაშში 6,1 ქულა დააგროვა, 5,9 მოხსნა და 1,9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0