სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

© FB/საქართველოს პარლამენტისაქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო სესიაზე
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო სესიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მინსკში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

ეუთოს დროშები - Sputnik საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ყირიმთან დაკავშირებით ანტირუსული რეზოლუცია მიიღო

ქაცარავამ ეუთოს სივრცეში არსებულ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ტერორიზმის თაობაზე.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ისე საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე.

„მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა… ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა“, — განაცხადა ქაცარავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს ფარგლებში, მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ქმედითიდა შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგმება.

გამოსვლის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში ასამბლეისა და პარლამენტარების როლზე ისაუბრა.

მინსკში ეუთოს საპარლამენტო ყოველწლიური ასამბლეა 8-10 ივლისს ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0