თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მინსკის ყოველწლიურ სესიაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც რამდენიმე ანტირუსულ რეზოლუციას მოიცავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ერთ-ერთი რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაცაა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ყირიმზე და „გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები“ ნახევარკუნძულიდან.
დეკლარაციას მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 91-მა წევრმა, 15 წინააღმდეგი იყო, ხოლო სამმა თავი შეიკავა.