მარიამ ჯაში: შემოქმედებით სფეროში მთავარია ხარისხი

გამოწერა
კომიტეტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა კოლეგებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი ინიციატივა საშემოდგომო სესიაზე კულტურის კომიტეტის სახელით დადგეს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, იუწყება კომიტეტის პრესსამსახური.

საზმაუს მანქანა - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონი როგორც მაუწყებლობას, ისე კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებს უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ ტელე-რადიო თუ სხვა შემოქმედებითი პროდუქციის შესყიდვისას ღირებულების გარდა აუცილებლად გაითვალისწინონ პროდუქციის ხარისხი. 

„შეუძლებელია შემოქმედებით სფეროში მხოლოდ ღირებულებით, ფასით იყოს განსაზღვრული ის ხარისხიანი პროდუქტი ტელე-რადიო მაუწყებლობისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება… ხარისხის კრიტერიუმებს მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა დაეთმოს“, — აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა კოლეგებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივა საშემოდგომო სესიაზე კულტურის კომიტეტის სახელით დადგეს. 

მარიამ ჯაშის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში იყოს არა მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობასთან, არამედ „ევროკავშირის 2014 წლის საჯარო შესყიდვების დირექტივასთანაც, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული“.

ყველა ახალი ამბავი
0