საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

© photo: Sputnikსაზმაუს მანქანა
საზმაუს მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისის შუა რიცხვებში არხზე დახურავენ ყველა გადაცემას გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, ხოლო სექტემბერში ახალი გადაცემები ჩაეშვება.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის დებულებაში ცვლილებები შეიტანა და მენეჯმენტის ახალი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 2017 წლის 17 ივლისამდე არხზე ყველა გადაცემა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მანამდე კი მენეჯმენტი არხის პროგრამულ პოლიტიკას განსაზღვრავს. ახალი გადაცემები კონკურსის გზით შეირჩევა.

საბჭოს სხდომაზე განხილვას დაპირისპირებაც მოჰყვა. ბორდის წევრი, სულხან სალაძე ცდილობდა გაერკვია, დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით რამდენი ადამიანის ოპტიმიზაცია უნდა მომხდარიყო.

მენეჯმენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება, თუმცა ეს არ იქნება მასობრივი. ამის საპასუხოდ სალაძემ განაცხადა,რომ ოპტიმიზაცია დაახლოებით 550 ადამიანს შეეხება. ადმინისტრაცია კი სალაძეს ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები სეზონის ბოლომდე არ დაიხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი შენობა ახლანდელის გვერდით აშენდება და 2018 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს ძალიან კომფორტულ შენობაში. ამისთვის უკვე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები", — თქვა მაღლაფერიძემ და განმარტა, რომ ჯერ ტენდერი საპროექტო დავალებასთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს, შემდეგ კი, კონკურსი უშუალოდ შენობასთან დაკავშირებით ჩატარდება.

ტენდერი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0