საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები სეზონის ბოლომდე არ დაიხურება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მასშტაბური რეფორმები ელოდება.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები ახალ სეზონამდე არ დაიხურება, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ.

თებერვლის დასაწყისში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საინფორმაციო გამოშვებების გარდა ყველა გადაცემის დახურვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დაზოგილი თანხები, ძირითადად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ გადაიარაღებას მოხმარდება. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თანამშრომლების და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი.

„მიმდინარე ბადე 17 ივლისის ჩაათვლით იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს. პარალელურად მენეჯმენტი საუბრობს, რომ იგი გამოაცხადებს კონკურსს ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლებიც შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა ახალ სეზონზე“, — განუცხადა ჟურნალისტებს სალაძემ.

საზმაუ-ს გადამღები სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებების მოხარულია

რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.

„რა თქმა უნდა, ეს ახალი სეზონისთვის მოხდება, მაგრამ მუშაობა, კონკურსის პროცედურები უკვე 10 მარტიდან დაიწყება“, — განუცხადა ჟურნალისტებს მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ რეფორმის ჩატარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საბოლოო გეგმას სამეურვეო საბჭო, სავარაუდოდ, სამშაბათს დაამტკიცებს.

საზოგადოების ზეწოლით სამეურვეო საბჭომ მანამდე მიიღო გადაწყვეტილება, გამართოს კონსულტაციები თანამშრომლებთან, პრეზიდენტთან, არასამთავრობოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და მედიაორგანიზაციებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

ახალი ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეიტინგით, რომელიც, 39 მილიონი ლარის დაფინანსების პირობებში, დღეს 1,85%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0