ლონდონის ბაზრობაზე უნიკალური ძვირფასეულობა მოიპარეს

© photo: Sputnik / Виктор Чернов / გადასვლა მედიაბანკშისაიუველირო ნაკეთობები
საიუველირო ნაკეთობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძვირფასეულობის ბაზრობა კარგად იყო დაცული, მაგრამ ისე გაძარცვეს, რომ ქურდობის დროც კი ვერ დაადგინეს.

თბილისი, 9 ივლისი-Sputnik. 3 მილიონი ფუნტის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს ლონდონის ექსკლუზიური სამკაულების ბაზრობაზე, იუწყება Sputnik Беларусь, ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ზე დაყდნობით.

დაკარგულ ნივთებს შორისაა შვეიცარიული საიუველირო ფაბრიკა Boghossian-ში დამზადებული ბიჟუტერია.

ბრილიანტი - Sputnik საქართველო
შეარჩიეთ ბრილიანტი — როგორ ამოვიცნოთ ძვირფასი თვლის ხარისხი და რეალური ღირებულება

ბაზრობის თანამშრომელთა თქმით, „გაკვირვებული“ არიან ამ ქურდობით, რადგან გამოფენა კარგად იყო დაცული და წესრიგს აკონტროლებდა ბევრი პროფესიონალი გუშაგი.

ამ დროისთვის ძარცვის დეტალები უცნობია. წინასწარი ვერსიით, დანაშაულში მონაწილეობდნენ პროფესიონალი ქურდები, რომლებმაც ყურადღების გადატანის მეთოდი გამოიყენეს.

პოლიციას შეატყობინეს, რომ ძვირფასეულობა მოიპარეს 17:00 დან დილის 9:30-მდე პერიოდში. ბაზრობა საღამოს 9:00 საათამდე იყო გახსნილი და გაუგებარია ქურდობა დღის მანძილზე მოხდა თუ ნივთები ღამით გაიტანეს.

ძვირფასეულობის ბაზრობა წამყვანი საერთაშორისო მოვლენაა ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებისა და ყიდვისთვის.


ყველა ახალი ამბავი
0