სიტყვა სანაპიროს გახსენებაზე წარმოსახვაში იხატება თეთრი ქვიშა, მზე, ტალღები… თუმცა სანაპირო შესაძლოა იყო ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ეგზოტიკური — "Sputnik-საქართველომ" თქვენთვის მოამზადა მსოფლიოს ყველაზე საინტერესო სანაპიროების ფოტოების კრებული.
ბუნების მრავალფეროვნება გასაოცარია. ქვიშის ფერი არაა ერთადერთი განსხვავება სანაპიროებს შორის.
CC0 / Bernard Spragg. NZ / The Moeraki Bouldersახალ ზელანდიაში, კოეკოჰეს სანაპიროზე, ზღვის ფსკერზე უჩვეულო ლოდები წარმოიქმნა მილიონობით წლის განმავლობაში. ისინი ზღვამ ნაპირზე გამორიყა. მათ უწოდებენ მოერაკის ლოდებს (დრაკონის კვერცხები)
ახალ ზელანდიაში, კოეკოჰეს სანაპიროზე, ზღვის ფსკერზე უჩვეულო ლოდები წარმოიქმნა მილიონობით წლის განმავლობაში. ისინი ზღვამ ნაპირზე გამორიყა. მათ უწოდებენ მოერაკის ლოდებს (დრაკონის კვერცხები)
CC BY-SA 2.0 / Flikr / PROGiuseppe Milo / The giant's causeway, Co. Antrim, Northern Ireland"გოლიათების გზა" 50-60 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც ბაზალტის ლავა მიწის ზედაპირზე ამოვიდა და გაციების შემდეგ გაქვავდა. ასე გამოიყურება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სანაპირო, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს
"გოლიათების გზა" 50-60 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც ბაზალტის ლავა მიწის ზედაპირზე ამოვიდა და გაციების შემდეგ გაქვავდა. ასე გამოიყურება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო სანაპირო, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს
CC BY-SA 2.0 / Flikr / Charles Hoffman / Playa Cas Abao, Curaçaoკარიბის ზღვის კას აბაოს სანაპიროზე ტურისტებს ელით ქვიშიანი სანაპირო, სრულიად გამჭვირვალე წყალი, პალმები და არაჩვეულებრივი გარემო
კარიბის ზღვის კას აბაოს სანაპიროზე ტურისტებს ელით ქვიშიანი სანაპირო, სრულიად გამჭვირვალე წყალი, პალმები და არაჩვეულებრივი გარემო
CC BY-SA 2.0 / Flikr / Connie / Over our headsსენ-მერტენში დაჯდომის წინ თვითმფრინავები მახო-ბიჩზე დამსვენებლებს ავზე უფრენენ. სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში აეროპორტი
სენ-მერტენში დაჯდომის წინ თვითმფრინავები მახო-ბიჩზე დამსვენებლებს ავზე უფრენენ. სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში აეროპორტი
CC BY 2.0 / Flikr / Adam Court / Lyme Regis"იურილი პერიოდის სანაპირო" ინგლისის საგრაფოში, დასავლეთ დორსეტში მდებარეობს, ლაიმ რეჯისის დასახლებასთან ახლოს. ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ მასზე შემორჩენილია უძველესი ისტორიის კვალი. დღეისათვის სანაპიროს დიდ ყურადღებას უთმობენ - მეცნიერები კვლავ პოულობენ დინოზავრებისა და საზღვაო რეპტილიების სხეულის ნაწილებს
"იურილი პერიოდის სანაპირო" ინგლისის საგრაფოში, დასავლეთ დორსეტში მდებარეობს, ლაიმ რეჯისის დასახლებასთან ახლოს. ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ მასზე შემორჩენილია უძველესი ისტორიის კვალი. დღეისათვის სანაპიროს დიდ ყურადღებას უთმობენ - მეცნიერები კვლავ პოულობენ დინოზავრებისა და საზღვაო რეპტილიების სხეულის ნაწილებს
CC BY 2.0 / Dawn Ellner / Friends, Fun, and Finally...a Waterfallჯული პფაიფერ ბერნსის ეროვნულ პარკში მონტერეიში კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჩანჩქერი მდებარეობს. ეს ტიტული მან მოიპოვა არა ზომებითა და სიმძლავრით, არამედ იმით, რომ არასდროს შრება. მაკუეი კლდიდან ქვიშის სანაპიროებიან ლამაზ ყურეში ჩაედინება, თუმცა, ტურისტებს აქ არ უშვებენ - აქ საშიშია. ასე გამოიყურება მაკ-უეი ფოლსის ყურე
ჯული პფაიფერ ბერნსის ეროვნულ პარკში მონტერეიში კალიფორნიის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჩანჩქერი მდებარეობს. ეს ტიტული მან მოიპოვა არა ზომებითა და სიმძლავრით, არამედ იმით, რომ არასდროს შრება. მაკუეი კლდიდან ქვიშის სანაპიროებიან ლამაზ ყურეში ჩაედინება, თუმცა, ტურისტებს აქ არ უშვებენ - აქ საშიშია. ასე გამოიყურება მაკ-უეი ფოლსის ყურე
CC BY-SA 2.0 / Flikr / brighter than sunshine / grace cathedral hillუჩვეულო "საკათედრო ტაძრების სანაპირო" რიბადეოში. ეს საოცარი სანაპირო წყლისა და ქარის ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა ბუნების მიერ შექმნილ ტაძრად ბევრი არკით, ლაბირინთითა და სიღრმეებით
უჩვეულო "საკათედრო ტაძრების სანაპირო" რიბადეოში. ეს საოცარი სანაპირო წყლისა და ქარის ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა ბუნების მიერ შექმნილ ტაძრად ბევრი არკით, ლაბირინთითა და სიღრმეებით
CC BY 2.0 / Flikr / oliver.dodd / 17054-glass beach sunset"მინის სანაპირო" მდებარეობს კალიფორნიაში, ქალაქ ფორტ-ბრეგთან ახლოს. XX საუკუნის პირველ ნახევარში სანაპიროს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი იყო. როდესაც ნაგავსაყრელი გაუქმდა, ზღვაში გადაყრილი მინა სხვადასხვა ფერის ნახევრად გამჭვირვალე ქვებად იქცა
"მინის სანაპირო" მდებარეობს კალიფორნიაში, ქალაქ ფორტ-ბრეგთან ახლოს. XX საუკუნის პირველ ნახევარში სანაპიროს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი იყო. როდესაც ნაგავსაყრელი გაუქმდა, ზღვაში გადაყრილი მინა სხვადასხვა ფერის ნახევრად გამჭვირვალე ქვებად იქცა
CC BY-SA 2.0 / Tracey Hind / One Foot Islandუან ფუტ აილენდი ანუ მოტუ ტაპუაეტაი (ინგლისურად: One Foot island - Tapuaetai motu). ეს არის დაუსახლებელი კუნძული. სასტუმროები აქ ხშირად მართავენ ექსკურსიებს, ამიტომ კუნძულზე ბევრი ტურისტია. აქაური პეიზაჟები იდეალურია ფოტოსესიებისთვის, თუმცა ზღვაში შესვლა არც ისე კომფორტულია, რადგან ნაპირი და ფსკერი დაფარულია ქვიშითა და მარჯნის ნამსხვრევებით
უან ფუტ აილენდი ანუ მოტუ ტაპუაეტაი (ინგლისურად: One Foot island - Tapuaetai motu). ეს არის დაუსახლებელი კუნძული. სასტუმროები აქ ხშირად მართავენ ექსკურსიებს, ამიტომ კუნძულზე ბევრი ტურისტია. აქაური პეიზაჟები იდეალურია ფოტოსესიებისთვის, თუმცა ზღვაში შესვლა არც ისე კომფორტულია, რადგან ნაპირი და ფსკერი დაფარულია ქვიშითა და მარჯნის ნამსხვრევებით
CC BY 2.0 / Flikr / Fernando Garcia / Shades of blackრეინისფიარად "შავი სანაპირო" ისლანდიაში მდებარეობს - საკმაოდ საინტერესო ადგილზე. ის შედგება შავი ქვიშისა და შავი ლოდებისგან. ლეგენდის თანახმად, ეს ლოდები იყვნენ ტორლები, რომლებმაც ვერ მოასწრეს მზის სხივებისგან დამალვა და გაქვავდნენ
რეინისფიარად "შავი სანაპირო" ისლანდიაში მდებარეობს - საკმაოდ საინტერესო ადგილზე. ის შედგება შავი ქვიშისა და შავი ლოდებისგან. ლეგენდის თანახმად, ეს ლოდები იყვნენ ტორლები, რომლებმაც ვერ მოასწრეს მზის სხივებისგან დამალვა და გაქვავდნენ
CC BY-SA 2.0 / Flikr / Mike's Birds / Pink Sands Beach , Harbour Islandვარდისფერი ქვიშა ბაჰამის კუნძულებზე. ეს არის მარჯნის ნარჩენები, რომლებიც ზღვამ გაანადგურა
ვარდისფერი ქვიშა ბაჰამის კუნძულებზე. ეს არის მარჯნის ნარჩენები, რომლებიც ზღვამ გაანადგურა
CC BY-SA 2.0 / Flikr / dconvertini / Jökulsárlón, Icelandიეკულსაურლოუნი, ისლანდია. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი შავი ქვიშა და ყინულის თეთრი ნატეხები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიან
იეკულსაურლოუნი, ისლანდია. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი შავი ქვიშა და ყინულის თეთრი ნატეხები არაჩვეულებრივ კონტრასტს ქმნიან
CC BY 2.0 / Flikr / Tracey Croke / Shell Beachნიჟარების სანაპირო, ზვიგენის ყურე, ავსტრალია. წყალი ამ ყურეშ იმდენად მარილიანია, რომ გამოიწვია მოლუსკების უკონტროლო გამრავლება. ახლა სანაპიროზე მოფენილია ნიჟარები
ნიჟარების სანაპირო, ზვიგენის ყურე, ავსტრალია. წყალი ამ ყურეშ იმდენად მარილიანია, რომ გამოიწვია მოლუსკების უკონტროლო გამრავლება. ახლა სანაპიროზე მოფენილია ნიჟარები
CC BY-SA 2.0 / Flikr / Steve Cadman / Sea Turtle at Punalu'uპუნალუს შავი სანაპირო ჰავაიზე. შავი ქვიშა ამ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევისა და მისი სწრაფად გაციების შედეგად წარმოიქმნა
პუნალუს შავი სანაპირო ჰავაიზე. შავი ქვიშა ამ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევისა და მისი სწრაფად გაციების შედეგად წარმოიქმნა
CC BY-SA 2.0 / Flikr / Rega Photography / Pier"ცისფერმა ყურემ" მავრიკის პირველი საზღვაო პარკის წოდება მოიპოვა. ეს იდეალური ადგილია დაივინგისთვის, იალქნიანი ნავით ცურვისთვის, პარასეილიმგისთვის და წყლის თხილამურებით გასეირნებისთვის. ყურე ოკეანის ტალღებისგან ბარიერებითაა დაცული და ღია ზღვას მხოლოდ ვიწრო არხით უკავშირდება. აქ, მარჯნებთან ერთად, შეხვდებით წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით თევზებს სხვადასხვა შეფერილობითა და ზომებით: თევზ-თუთიყუშებს, თევზ-ქირურგებს და პატარა ბარაკუდებსაც კი
"ცისფერმა ყურემ" მავრიკის პირველი საზღვაო პარკის წოდება მოიპოვა. ეს იდეალური ადგილია დაივინგისთვის, იალქნიანი ნავით ცურვისთვის, პარასეილიმგისთვის და წყლის თხილამურებით გასეირნებისთვის. ყურე ოკეანის ტალღებისგან ბარიერებითაა დაცული და ღია ზღვას მხოლოდ ვიწრო არხით უკავშირდება. აქ, მარჯნებთან ერთად, შეხვდებით წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით თევზებს სხვადასხვა შეფერილობითა და ზომებით: თევზ-თუთიყუშებს, თევზ-ქირურგებს და პატარა ბარაკუდებსაც კი
CC BY-SA 2.0 / Flikr / Bonnie / Papakōlea Green Sand Beach, Big Island, HawaiiPapakolea Green Sands Beach სანაპირო ჰავაიზე მდებარეობს. მწვანე შეფერილობას მას ნახევრად ძვირფასი ქვა ქრიზოლიტი აძლევს, რომელიც საიუველირო წარმოებაში გამოიყენება. სანაპიროს შორიდან თუ შევხედავთ, ის მწვანეა, მაგრამ ახლოდან შეიმჩნევა, რომ ის მოოქროსფროა. ეს მომწვანო ქვები ადგილობრივი ვულკანებისგან წარმოიქმნა
Papakolea Green Sands Beach სანაპირო ჰავაიზე მდებარეობს. მწვანე შეფერილობას მას ნახევრად ძვირფასი ქვა ქრიზოლიტი აძლევს, რომელიც საიუველირო წარმოებაში გამოიყენება. სანაპიროს შორიდან თუ შევხედავთ, ის მწვანეა, მაგრამ ახლოდან შეიმჩნევა, რომ ის მოოქროსფროა. ეს მომწვანო ქვები ადგილობრივი ვულკანებისგან წარმოიქმნა
CC BY 2.0 / Flikr / Brian Gratwicke / Oyser catcher on a rainy beach, Rabidaმუქი წითელი სანაპირო რაბიდის კუნძულზე, გალაპაგოსის კუნძულები. ქვიშას უჩვეულო ფერს ვულკანური ნიადაგი და რკინის ჟანგი აძლევს, რაც აქ დიდი რაოდენობითაა. თუმცა ასეთი ფერი ქვიშას შესაძლოა მარჯნის ნარჩენებმაც შესძინოს
მუქი წითელი სანაპირო რაბიდის კუნძულზე, გალაპაგოსის კუნძულები. ქვიშას უჩვეულო ფერს ვულკანური ნიადაგი და რკინის ჟანგი აძლევს, რაც აქ დიდი რაოდენობითაა. თუმცა ასეთი ფერი ქვიშას შესაძლოა მარჯნის ნარჩენებმაც შესძინოს