თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად, ჰამბურგის სტადიონმა მასშტაბურ კონცერტს უმასპინძლა, ამის შესახებ ტელეკომპანია Rustavi2 იტყობინება.
ფესტივალი სახელმწოდებით "გლობალ სითიზენი", რომლის მიზანიც სიღარიბის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაა, უკვე მეექვსედ გაიმართა.
გრანდიოზულ შოუში შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის, შაკირა და ჯგუფი "ქოლდფლეი".
წელს გამომსველელბს შორის პირველად იყო კლასიკური მუსიკის შემსრულებელი. ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, კონცერტზე კონცერტზე ბეთჰოვენის "მთვარის სონატის" მისეული ვერსია შეასრულა.