პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი იაპონელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტებით წარდგება

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათაშვილი
ხატია ბუნიათაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის შემდეგ, დიდი საგასტროლო ტურის ფარგლებში ხატია ბუნიათაშვილი 2016 წლის თებერვალ-მარტში დაუკრავს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ჩინეთსა და ესპანეთში.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი თებერვალში იაპონიაში რამდენიმე სოლო კონცერტით წარდგება. 

ტოკიოს მცხოვრებთ საშუალება ექნებათ ბუნიათაშვილის კონცერტები მოისმინონ 12, 17 და 18 თებერვალს. იგი გამოვა ცნობილ ესტონელ-ამერიკელ დირიჟორ პავო იარვისთან (Pavo Jarvi) და ტოკიოს სიმფონიურ ორკესტრ NHK-სთან ერთად, ნათქვამია პიანისტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook - ზე. 

გარდა ამისა, ხატია ბუნიათაშვილს ასევე ელოდებიან იაპონურ ქალაქებში  ფუკუოკა, ოსაკა და ოიტა.  ქართველი პიანისტის კონცერტებზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი და ბარაკ ობამა ჯგუფ Coldplay–ს ახალ ალბომში
 

იაპონიის შემდეგ, დიდი საგასტროლო ტურის ფარგლებში ხატია ბუნიათაშვილი 2016 წლის თებერვალ-მარტში დაუკრავს გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ჩინეთსა და ესპანეთში. 

10 წლის ხატია უკვე გამოდიოდა კონცერტებით ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. იგი 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრას უფროს და გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დედა ასწავლიდათ. 6 წლის ასაკში თავისი პირველი კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად გამართა.

2003 წელს, ჯერ კიდევ  კონსერვატორიის სტუდენტმა ხატიამ, კიევში ვლადიმირ გოროვიცას სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი მიიღო. ასევე ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის კონკურსის პირველი პრიზი.

ხატია ბუნიათაშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award (2010)-ის პრემიის ლაურეატი და მიიღო „წლის საუკეთესო ახალბედას“ წოდება Echo Klassik Awards (2012)-საგან. 


ყველა ახალი ამბავი
0