დიმიტრი ქუმსიშვილი: წლის პირველი ნახევრის ბიუჯეტი შესრულებულია

© FB / Ministry of Finance of Georgiaდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი, თუმცა ხუთი თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ რეალურად 4,5%, ხოლო მხოლოდ მაისში — 5,3% აჩვენა.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა 2017 წლის პირველ ექვს თვეში დაახლოებით 4, 664 მლრდ ლარი შეადგინა, რითაც ბიუჯეტი 106,4%-ით შესრულდა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტში 4,283 მლრდ დოლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგმა 105,1%-ით შესრულდა.

მინისტრის თქმით, კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 4,748 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 14,2%ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, და რითაც წლის პირველი  ნახევრის ბიუჯეტი 105,4%-ით შესრულდა.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო: ექვსი თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება

წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტში ასიგნირებამ 5,315 მლრდ ლარი შეადგინა, რითაც ექვსი თვის გეგმა 95%-ით, ხოლო წლიური გეგმა 46%-ით შესრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ასიგნირების რაოდენობა 13,4%-ით (629,8 მლნ ლარი) გაიზარდა.

ამასთან, მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების ასიგნირება 27,7 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო კონსოლიდირებული ბიუჯეტიდან — 36 მლნ ლარით.

ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნირებამ წლის პირველ ნახევარში 582,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 64%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, და რითაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი 46,3%-ით შესრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი, თუმცა ხუთი თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ რეალურად 4,5%, ხოლო მხოლოდ მაისში — 5,3% აჩვენა. 

მინიტრმა განმარტა, რომ დადებითი მაჩვენებელი პირველ კვარტალში ექსპორტის მოცულობის 28,7%-ითა და სავაჭრო ბრუნვის 14,9%-ით ზრდამ განაპირობა.

გარდა ამისა, ეკონომიკურმა ზრდამ გავლენა მოახდინა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზეც და 13,4% შეადგინა. 

ქუმსიშვილის თქმით, პირველ კვარტალში 4%-ით მოიმატა უცხოური ინვესტიციების რაოდენობამაც.

ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის დაჩქარების შედეგად, გასულ 6 თვეში კონსოლიდირებული ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯებისთვის 1,1 მლრდ ლარი გამოიყო, რაც 269,7 მლნ ლარით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0