სასამართლომ ანა მარგველაშვილის მეგობარი გაამართლა

© AP Photo / Reinhold Huegerichმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკებისთვის დაკავებული პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი გაამართლა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი მიხეილ თათარაშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში უდანაშაულოდ ცნო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" სასამართლოში.

თათარაშვილი მარტში დააკავეს სურამის მახლობლად. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება „სუბოტექსის" 18 აბი ამოიღო. სასამართლომ თათარაშვილს გამოძიების პროცესში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარს ბრალი წაუყენეს

გამართლების შემდეგ სასამართლომ თათარაშვილს გირაო გაუუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე მას დაუბრუნებენ 317 ლარს და დაკავებისას ამოღებულ მობილურ ტელეფონს.

პრეზიდენტის ქალიშვილმა, რომელიც საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებდა, გამოძიებას უნდობლობა თავიდანვე გამოუცხადა. მან განაცხადა, რომ მის მეგობარს ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. ამასთან დაკავშირებით მან მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში „არა ჩადებას", რომელიც თათარაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში შსს-ს შენობის წინ გაიმართა.

თათარაშვილი ანა მარგველაშვილის ერთადერთი მეგობარი არ არის, რომლის წინააღმდეგ ნარკოტიკების გამო სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მაისში პოლიციამ თორნიკე კაჭარავა დააკავა, რომლის პირადი ჩხრეკისას ნახევრადსინთეტიკური ოპიოიდი "ბუპრენორფინი" ამოიღეს. კაჭარავა გამოძიების პერიოდში საპატიმროში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0