საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარს ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკების გამო დაკავებული საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობარი დროებითი დაკავების იზოლატორში სასამართლოს სხდომას ელოდება.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. პროკურატურის გამომძიებლებმა თორნიკე კაჭარავას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია, ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ დაკავებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

კაჭარავა ორშაბათს, საღამოს დააკავეს. მას წაუყენეს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლით "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა". 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
დაკავებულია საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის მეორე მეგობარი

„დიახ, თორნიკე კაჭარავას წაუყენეს ბრალდება, მაგრამ პროცესი ჩანიშნული ჯერჯერობით არ არის. ამჟამად ის დროებითი დაკავების იზოლატორშია“, — განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, ნივთიერება, რომელიც კაჭარავას დაკავებისას ამოუღეს, ნახევრადსინთეტიკური ოპიოიდი „ბუპრენორფინი“ აღმოჩნდა.

თუ სასამართლოზე კაჭარავას ბრალეულობა დადასტურდება, მას 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილმა ანამ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს. ანა მარგველაშვილი ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ პოლიციელები კაჭარავასთვის ნარკოტიკების ჩადებასა და მის დაპატიმრებას აპირებდნენ.

მარტში შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკების გამო დააკავეს პრეზიდენტის ქალიშვილის კიდევ ერთი მეგობარი — მიხეილ თათარიშვილი. მაშინ ანა მარგველაშვილმა მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, რომელიც შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა ლოზუნგით "არა ჩადებას".

ყველა ახალი ამბავი
0