საქართველოში ცხრა ტურისტი დაიკარგა

© courtesy of Fshav-Khevsureti national parkფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ოთხი ტურისტი დაიკარგა, ხუთშაბათს – კიდევ ხუთი. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქართველი მაშველები ხევსურეთში ხუთ ტურისტს, ხოლო კასპის რაიონში — ოთხ ტურისტს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

ბანერი ნატახტართან - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა შეზღუდულია

ხუთმა ტურისტმა, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, სამაშველო სამსახურს დახმარება ხუთშაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე სთხოვეს. წინასწარი მონაცემებით, მათ პრობლემები მდინარე არღუნში წყლის დონის მომატების გამო შეექმნათ.

ხევსურეთში უკვე მეორე დღეა წვიმს. რაიონში ჩამოწვა მეწყრები, რის გამოც ჩაიკეტა ერთ-ერთი საავტომობილო გზა, რომელიც მიღმახევის, არხოტისა და შატილის ხეობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

რაც შეეხება კიდევ ოთხ დაკარგულ ტურისტს, ტელეკომპანიის ცნობით, ისინი ოთხშაბათს დაიკარგნენ. ისინი ბოლოს კასპის რაიონის სოფელ გოსტიბეში ნახეს. ტურისტები მაშველებს თავად დაუკავშირდნენ, თუმცა მათთან დაკავშირება შემდეგ ვეღარ მოხერხდა.

ყველა ახალი ამბავი
0