საქართველოს სამხედრო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა შეზღუდულია

© Sputnik / Alexander Imedashviliბანერი ნატახტართან
ბანერი ნატახტართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზაზე კლდის შვავი ჩამოწვა, ამის გამო გზა გადაიკეტა. ამჟამად გზა ცალმხრივად არის გახსნილი.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებისთვის პრობლემები შექმნა, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

წყალდიდობა მესტიაში - Sputnik საქართველო
მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე, სოფელ გვრიტოსთან ჩამოვიდა დაახლოებით 150 კუბური მეტრი მოცულობის მიწა – კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა რამდენიმე საათით დაიკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ამ დროისთვის გზა ცალმხრივად გახსნილია", — განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" დეპარტამენტის ცხელ ხაზზე.

გარდა ამისა, მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 75-100 კილომეტრზე. გზის მონაკვეთი დაკეტილია მეწყრის გამო, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა.

ყველა ახალი ამბავი
0