მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

გამოწერა
ადიდებულმა მდინარემ ხიდს სამაგრები გამოაცალა და საავტომობილო გზა დატბორა, რის შედეგადაც სოფლებისკენ გადაადგილება შეუძლებელია.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი, ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადიდებულმა მდინარემ სოფელ ადიშში, ჭოლაშში, გაღმა ხაიშში და ზედა ვედიში მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.

მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია.

© FB/ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაწყალდიდობის შედეგები მესტიაში
წყალდიდობის შედეგები მესტიაში - Sputnik საქართველო
წყალდიდობის შედეგები მესტიაში

იფარის ტერიტორულ ერთეულში სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ სრულიად გაანადგურა.

როგორც გამგეობაში იუწყებიან, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც.

ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფელ გაღმა ხაიშის და სოფელ ზედა ვედის მოსახლეობა.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

ყველა ახალი ამბავი
0