საქართველოს მკვიდრი მოსკოვში ტაჯიკის მკვლელობაშია ბრალდებული

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია მოსკოვის ქუჩებში
პოლიცია მოსკოვის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მკვიდრი მოსკოვში, მეტროს სადგურ Площадь Ильича-სთან ახლოს ტაჯიკის დანით მოკვლაშია ეჭვმიტანილი.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მოსკოვის ერთ-ერთი კაფეს 44 წლის ქართველი მზარეული ტაჯიკეთის მკვიდრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „Sputnik-ტაჯიკეთი" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
სტამბულში მოკლული საქართველოს მოქალაქე გადმოასვენეს

„გამოძიების ვერსიით, 5 ივლისს, ღამით მოსკოვის მეტროს სადგურ Площадь Ильича-სთან ახლო მყოფმა მამაკაცმა პირადი მოტივებით თავის ნაცნობს, 45 წლის მამაკაცს გულის არეში დანა ერთხელ ჩასცა", — აღნიშნულია განცხადებაში.

მამაკაცი მიღებული ჭრილობისგან სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უმოკლეს ვადაში დაადგინეს და დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0