სტამბულში მოკლული საქართველოს მოქალაქე გადმოასვენეს

© Flickr / orientalizingსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გივი მაჩაიძის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გასულ კვირაში სტამბულში მოკლული 39 წლის საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძე საქართველოში გადმოასვენეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მაჩაიძე 28 ივნისს მოკლეს, თუმცა მათ ტრაგედიის შესახებ მხოლოდ გუშინ აცნობეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ჰქონდა დანით მიყენებული თავის არეში. მკვლელობის მიზეზად დასახელდა ჩხუბი საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც უკვე დაკავებულია.

ანკარის პოლიცია - Sputnik საქართველო
სასტიკი მკვლელობა თურქეთში: ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

მაჩაიძის ცხედარი საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფის" გავლით გადმოასვენეს, სადაც დილიდან გარდაცვლილის ნათესავები იმყოფებოდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. ამჟამად მაჩაიძის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მაჩაიძე სოფელ მუხიანის მკვიდრია (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). ბოლო ცხრა წელი სტამბულში ცხოვრობდა და ჯინსების სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა.

მკვლელობის დღეს მაჩაიძე ხელფასის – 900 თურქული ლირის (დაახლოებით 250 აშშ დოლარი) ასაღებად ფაბრიკაში წავიდა, რის შემდეგაც, ოჯახის წევრთა თქმით, ის სცემეს და მოკლეს. მაჩაიძე სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0