ქართველმა კალათბურთელმა „მალაგასთან“ კონტრაქტი გააფორმა

© AP Photo / Darko Vojinovicგიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი „უნიკახა მალაგას“ სახელით იასპარეზებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა „უნიკახა მალაგასთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა, ნათქვამია ესპანური გუნდის ოფიციალურ გვერდზე.

კონტრაქტის ვადები და გარიგების თანხა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შერმადინმა ბოლო ორი სეზონი ესპანეთის სხვა კლუბში — „მორაბანკ ანდორას“ შემადგენლობაში გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

კალათბურთი - Sputnik საქართველო
ბექა ბურჯანაძემ MoraBanc Andorra-სთან კონტრაქტი გააგრძელა

ესპანეთის ჩემპიონატის შედეგებით, ქართველი კალათბურთელი ენდესის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში შერმადინი სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო მოთამაშედ.

გასულ ჩემპიონატში „მალაგა“ პლეი-ოფის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მადრიდის „რეალთან“ წააგო საერთო ანგარიშით 0:3.

თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში შერმადინი გამოდიოდა ისეთი გუნდების სახელით, როგორიცაა „პანათინაიკოსი“, „ოლიმპიაკოსი“, „მაკაბი“, „სარაგოსა“ და „კანტუ“.

„პანათინაიკოსისა“ და „ოიმპიაკოსის“ შემადგენლობაში ქართველი კალათბურთელი ევროლიგის გამარჯვებული გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0