თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ კლუბ MoraBanc Andorra-სთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გააგრძელა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მოთამაშესა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დადებული ხელშეკრულება 2019 წლამდეა გათვლილი. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია.
მიმდინარე სეზონზე ბურჯანაძე თამაშში საშუალოდ 10,1 ქულას აგროვებდა და 4,2 მოხსნას აკეთებდა.
MoraBanc Andorra-ში ბურჯანაძე ერთი წლის წინ Básquet Coruña-დან გადავიდა. მანამდე ის სევილიის კლუბ Kahasol-ის შემადგენლობაში თამაშობდა, რომელიც ასევე Real Betis-ის სახელით არის ცნობილი.