პრემიერმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველო მადლობას უხდის ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში მხარდაჭერისთვის და ერთგული იქნება დემოკრატიული ფასეულობებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე თბილისში.

დამოუკიდებლობის დღე აშშ-ის მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების პატივსაცემად აღინიშნება. 1776 წლის 4 ივლისს 13 შტატის წარმომადგენლებმა ფილადელფიის ქალაქის სათათბიროს შენობაში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთის სამეფოსგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

პრაღა - Sputnik საქართველო
აბაშიძე–კარასინის შეხვედრა პრაღაში პარასკევს გაიმართება

„ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც სტაბილურ გეოპოლიტიკურ მოკავშირესა და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს; პარტნიორს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრიორიტეტები, და რომლის მხარდაჭერა დღესაც, ისევე, როგორც განვლილი 25 წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. მინდა, მივმართო ამერიკელ ხალხს: ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნებთ ამ სიკეთეს, დაგიბრუნებთ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი უპირობო ერთგულებით", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას საქართველოსა და აშშ-ს შორის. ქარტიის ფარგლებში 2009 წლის ივნისში შეიქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი რიგი მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2016 წელს, როდესაც ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ". მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოში სამხედრო მომზადების ცენტრის აშენებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0