აბაშიძე–კარასინის შეხვედრა პრაღაში პარასკევს გაიმართება

© zlatapraha.netპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატების გარდა, შეხვედრაში ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში პარასკევს გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს კითხვები, ეს მათი პრეროგატივაა, რა ვქნათ

მხარეები გააგრძელებენ ქართულ-რუსული კავშირების ნორმალიზებისა და განვითარების პრაქტიკული საკითხების განხილვას ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროებში. აბაშიძე და კარასინი ასევე შეეხებიან 2011 წლის შეთანხმების რეალიზების თემას რეგიონული ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შესახებ.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე–კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0