თბილისის საბავშვო ბაღებში 3000-ზე მეტი ბავშვი დაარეგისტრირეს

გამოწერა
თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი ჩატარდა, მეორე ეტაპი 14 ივლისს ჩატარდება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში 3000-ზე მეტი ბავშვი დაარეგისტრირეს, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

2017-2018 სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის პირველი ეტაპი პარასკევს დაიწყო. რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე ელექტრონული ფორმატით ჩატარდა.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარეს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა. გარდა ამისა იმ ბავშვებმა, რომელთა და ან ძმა უკვე დადის ბაღში, ასევე 2015 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე.

მთლიანობაში 2017-2018 სასწავლო წელს შესაძლებელია დაახლოებით 13 ათასი ბავშვის დარეგისტრირება.

ბავშვები - Sputnik საქართველო
UNICEF: საქართველოში ბავშვების 38% ბავშვთა ბაღებში არ დადიან

2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 ახალი საბავშვო ბაღი, ამჟამად მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 5 უკვე სექტემბერში გაიხსნება. ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.

საბავშვო ბაღებში დანერგილია კვებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, თანამედროვე ინვენტარებით არის აღჭურვილი სამზარეულოები, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დაინერგა სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი.

ყველა ახალი ამბავი
0