არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდოეთის მოქალაქეებს არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის ბრალდებულ ინდოეთის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამშაბათს, საქართველოს შს სამინისტრომ ინდოეთის ორი მოქალაქე არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მონაცემებით, ისინი დანაშაულს ვარკეთილში დროებით ნაქირავებ ბინაში ახორციელებდნენ. მათ ბინაში სამი არასრულწლოვანი ძალით მიიყვანეს და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის ქმედებას ჩადიოდნენ.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ინდოეთის მოქალაქეები არასრულწლოვანებთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს

„სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, აქვთ კავშირები საზღვარგარეთ და მაღალია მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0